კურსის შინაარსი
•რა არის
შებრუნებული საკლასო ოთახი და მისი უპირატესობები
•შებრუნებული
საკლასო ოთახის მოდელის დანერგვა
•ედმოდო -
საგანმანათლებლო სოციალური ქსელი
•სასწავლო ვიდეოს
შექმნა და გამოყენება სასწავლო პროცესში
•ელექტრონული წიგნების
შექმნა და გამოყენება სასწავლო პროცესში
კურსის მიზანი
ტრენინგი
მიზნად ისახავს ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო გარემოს დანერგვასა და განხორციელებაში
მეორე კლასის მასწავლებელთა
ხელშეწყობას.
კურსის ხანგრძლივობა
კურსი მოიცავს 20 საათს, რომელიც 5 ტრენინგ-დღედაა დაყოფილი.
ერთი ტრენინგ-დღის ხანგრძლივობა 4 საათი, შუალედში ერთი 20 წუთიანი შესვენებით.
კურსის შედეგები
მასწავლებლები შეძლებენ
მოსწავლეებისათვის სწავლის განსხვავებული
მოდელის შეთავაზებასა და მოსწავლეებში სწავლის მოტივაციის ამაღლებას.
სერტიფიცირების პირობები
ტრენინგ-კურსის, სულ ცოტა, 16 საათზე დასწრება;
გაკვეთილის გეგმების მომზადება,
რომელიც გამდიდრებულია გაკვეთილის ჩასატარებლად საჭირო სასწავლო ელექტრონული
რესურსით.
Комментариев нет:
Отправить комментарий